LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე მითხრა ჩემმა დამხმარემ საქართველოდან, ძალიან ბევრი საშინელი რამ ხდება ქვეყანაში – ევროპარლამენტარი მედიის თავისუფლებაზე 

მე მითხრა ჩემმა დამხმარემ საქართველოდან, ძალიან ბევრი საშინელი რამ ხდება ქვეყანაში – ამის შესახებ იოახიმ კუტცმა ევროპარლამენტში საქართველოს მედია თავისუფლების შესახებ გამართული დებატებისას განაცხადა და ლექსო ლაშქარავას საქმეც ახსენა.

“როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ჟურნალიზმის თავისუფლებაზე, საქართველო 89-ეა პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, მაგალითად, ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში, ძალიან ბევრი აქვს სასაუბრო ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს. ასევე, ბევრი ადამიანია ციხეში მოთავსებული. მე მითხრა ჩემმა დამხმარემ, რომელიც არის საქართველოდან, ძალიან ბევრი საშინელი რამ ხდება ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მივცეთ საშუალება, გახდეს წევრი ევროკავშირის, თუმცა ეს არის სილის გაწვნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, რომელთაც შეიტანეს განაცხადი წევრობაზე. არ უნდა იყოს სიტუაცია, რომელიც დააზარალებს მათ და ჩვენ” – განაცხადა იოახიმ კუტცმა.

კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტარებმა დღეს საქართველოში მედიის თავისუფლებაზე გააკეთეს – რა მოვისმინეთ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენზე