LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადიმ დენისენკო: რუსეთის მიზანი ხარკოვის ფრონტის ქალაქად ქცევაა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთის მიზანი ხარკოვის ფრონტის ქალაქად ქცევაა. ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხს განუცხადა.

მისი თქმით, მტერი ცდილობს, მიუახლოვდეს ხარკოვს, რათა სცადოს მისი არტილერიით დაბომბვა. დენისენკო ამბობს, რომ ხარკოვის ჩრდილოეთით სიტუაცია საკმაოდ რთულია.