უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას საზოგადოებრივ ადგილებში, მედიასა და ტრანსპორტში.
კანონი ასევე კრძალავს ვიდეო კლიპების საჯარო შესრულებას და მუსიკალური ნაწარმოების შესრულებას იმ არტისტების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ან აქვთ რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლის შემდეგ.
აღნიშნული ნორმის დარღვევის შემთხვევაში ტელერადიოკომპანიებს სალიცენზიო მოსაკრებლის 10%-იანი ჯარიმა დაეკისრებათ.
კანონი არ იმოქმედებს იმ შემსრულებლებზე, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ მოხვდნენ გამონაკლისების სიაში, მათ შორის ჩაატარონ გასტროლები უკრაინაში, კანონპროექტი არტისტებს ან მათ წარმომადგენლებს ავალდებულებს შესაბამისი განაცხადი წარუდგინონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, დადგენილი ფორმით.
განცხადებასთან ერთად, მუსიკოსებმა ხელი უნდა მოაწერონ დეკლარაციას აგრესიის დაგმობის და ომის დაუყონებლივ შეწყვეტის შესახებ.
