LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დღეს აფეთქებების ხმა ისმოდა.

რეგიონის სამხედრო გუბერნატორი ოლექსი კულება „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, რომ აფეთქებები დღეს დილით ვიშგოროდის რაიონში გაისმა. მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნა.

ამავე ცნობებით, რუსულ ავიაიერიშს მსხვერპლი ან ხანძარი არ გამოუწვევია.