LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეთა შეკრებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც – 18:00 საათზე ზუგდიდში, 19:00 საათზე ბათუმში და 15:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.

ამასთან, მსგავსი შეკრებები ჩატარდება ევროპის ქალაქებშიც – ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში.