LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძარში 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1 600 ბავშვი გახდა.

ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე აიაზმაში შესრულდა.

ილია მეორეს ამ დროისთვის, 44 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.