LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოლცი: “დიდი შვიდეულის” ლიდერები ვთანხმდებით, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს, უკრაინისთვის “მარშალის გეგმა” გვჭრდება

“დიდი შვიდეული” უკრაინის მხარდაჭერაში ერთად დგას და ჩვენ ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა “დიდი შვიდეულის” სამიტი შეჯამების დროს განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებითვე, უკრაინისთვის საჭიროა “მარშალის გეგმა:

“დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში. ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ვეცდებით, რომ ვლადიმირ პუტინმა ამისთვის მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, თუნდაც დიდი ხნით მოგვიწიოს ამ გზაზე დგომა.

ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი და მეზობლები თავს არ უნდა დაესხნენ. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას და ეს ასევე მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ მივაწოდებთ მათ შეიარაღებას. ამას ბევრი სხვა ქვეყანაც აკეთებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ გრძელვადიან რეკონსტრუქციაზე. ჩვენ გვაქვს მობილიზებული ფული ამ მიზნებისთვის. ჩვენ გვჭირდება მარშალის გეგმა უკრაინისთვის, რომლისთვისაც საჭიროა კარგი დაგეგმვა და კარგი განხორციელება”, – თქვა შოლცმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში