24 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი საბა კემულარია მეუღლესთან, კესო გაფრინდაშვილთან ერთად ესტუმრა. გადაცემაში საბას ახალი სიმღერის „დარჩი ჩემთან“ პრემიერა შედგა. გადაცემის მსვლელობისას სტუმრებმა ცოცხლად შეასრულეს სიმღერა „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი ნამუშევარი გამოვიდა… საოცარი სიმღერა და ტექსტია, ძალიან შეეხო ჩემს გულს და სულს“ – საბა კემულარია
