LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა დააპატენტა სისტემა, რომელიც ცხოველის კომფორტზე იზრუნებს

კომპანია Ford აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ მგზავრობა მაქსიმალურად კომფორტული გახადოს და ამისთვის არსებული სენსორების და გადამცემების არსენალი გამოიყენოს. კომპანიის ყურადღების მიღმა არ რჩებიან არც ცხოველები და ცოტა ხნის წინ მან დააპატენტა სისტემა, რომელიც არამხოლოდ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ კომფორტის დონესაც მაქსიმალურად ზრდის.

ახალი სისტემა გადამცემების დახმარებით ცხოველის ზუსტ ადგილმდებარეობას ადგენს და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვადასხვა სისტემებს რთავს. მაგალითად, ცხოველის სხეულის ტემპერატურის მიხედვით შესაძლოა ფანჯარა გაიღოს ან დაიხუროს, შეიცვალოს კლიმატი, ჩაირთოს ან გამოირთოს გათბობა და კონდიცირება.

თუკი გადამცემები ძლიერ წვიმას დააფიქსირებენ, სისტემა ცხოველს ფანჯარასაც დაუხურავს.