LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რამდენიმე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ქალაქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, დაშავდა 4, მათ შორის 10 წლის ბავშვი. ამის შესახებ მან „ტელეგრამის“ არხზე დაწერა.

დაზიანდა თერთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და 39 კერძო სახლი, მათ შორის ხუთი დაინგრა.