LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკიმ მსოფლიოს 5 ქვეყანაში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თანამდებობიდან მსოფლიოს 5 ქვეყანაში გაათავისუფლა.

უკრაინის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ელჩებმა თანამდებობები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიის სამეფოში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და ინდოეთში დატოვეს.

შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ელჩი გერმანიაში ანდრეი მელნიკი, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ ცნობილი ფიგურა გახდა ადგილობრივი ხელისუფლების უმოწყალო კრიტიკით უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივნისს უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.