ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე. სასწრაფო დახმარების მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ორივე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ექიმი და ექთანი.
ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
