LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგოლას პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 38 წელი მართავდა, გარდაიცვალა

ანგოლას პრეზიდენტი, ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუში გარდაიცვალა. ის ქვეყნის მეორე პრეზიდენტია და ამ პოსტს 38 წელი იკავებდა.

BBC წერს, რომ ექს-პრეზიდენტი 79 წლის ასაკში, ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ინფარქტის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიოდა.

1979 წელს, 37 წლის სანტუში დამოუკიდებელი ანგოლას მეორე პრეზიდენტი გახდა.