LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეგნებულად დაარტყეს „გრადებით“ საცხოვრებელ უბნებს” – დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დილის 5 საათზე კრივი-რიჰის ერთ-ერთი რაიონი დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაბომბვის შედეგად დაიღუპა 41 წლის ქალი, დაშავდა კრივი რიჰის კიდევ ორი ​​მცხოვრები – 43 წლის მამაკაცი და მისი 20 წლის ქალიშვილი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შეგნებულად დაარტყეს „გრადებით“ საცხოვრებელ უბნებს“, – აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო.

დამობმვის შედეგად სკოლა და რამდენიმე სახლი დაზიანდა, ერთი ავტომობილი კი დაიწვა.