LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი, ეს მიუღებელია” – ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.

ბაიდენის განცხადება თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა. ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა დააბრუნოს ბრიტნი და პოლ უილანი სახლში უსაფრთხოდ, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

რუსეთში დაკავებულ კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა