რუსეთში დაკავებულ კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერს, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში.
გრაინერმა დანაშაული აღიარა, თუმცა უარყოფს, რომ კანონი მიზანმიმართულად დაარღვია და მომხდარს შეცდომა უწოდა. სიტყვის წარმოთქმისას სპორტსმენი ატირდა.
„მე გულწრფელი შეცდომა დავუშვი და ვიმედოვნებ, რომ თქვენი განაჩენით მე არ დავასრულებ ჩემს სიცოცხლეს აქ. ჩემმა მშობლებმა ორი მნიშვნელოვანი რამ მასწავლეს: ავიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ვიშრომო ბევრი ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია. სწორედ ამიტომ, მე ვაღიარე ბრალი“, – განაცხადა ბრალდებულმა.
აღსანიშნავია, რომ გრაინერის სამშობლოში დაბრუნებაზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.
