LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირიმში აეროდრომზე მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

ოკუპირებული ყირიმის დე ფაქტო ლიდერი სერგეი ოქსიონოვის ინფორმაციით, ყირიმში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების განმარტებით, დაშავებულია 5 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის. გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.

“რა არის შემდეგ ანბანში? კ – კრემლისთვის მოვემზადოთ?” – არესტოვიჩი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

“შეგახსენებთ, კრაისერი “მოსკოვი” თავიდან “არ იძირებოდა” – გონჩარენკოს სარკასტული პოსტი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აქამდე აცხადებდა, რომ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მათივე მტკიცებით აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია.

რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.