ოკუპირებულ ყირიმში, რუსულ ავიაბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ ნამდვილი ისტერია გამოიწვია რუს პროპაგანდისტებში. ამის შესახებ UNIAN წერს. გამოცემამ სოციალურ ქსელში რუსი პროპაგანდისტების გამოხმაურებები შეკრიბა.
პუტინის ერთ-ერთმა გამორჩეულმა რუპორმა მარგარიტა სიმონიანმა დაწერა: “წითელი ხაზი, სად არის”? – ცოტა ხანში კი გამოაცხადა, რომ სავარაუდოდ თავდასხმა არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დივერსიას. ამის შემდეგ სიმონიანმა ხალხის დამშვიდება დაიწყო და მიმართა ყირიმელებსა და ტურისტებს – “ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე” – დაწერა სიმონიანმა.
კრემლის მორიგმა რუპორმა ვოლოდიმირ სოლოვიოვმა, კომენტარებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო ვიდეო გამოაქვეყნა.
იური კოტენოკი, რომელიც საკუთარ თავს სამხედრო ექსპერტს უწოდებს, ყირიმში მომხდარი აფეთქებებით უკიდურესად გაოცებული იყო. პირველ რიგში, მან გამოაქვეყნა პუბლიკაციების სერია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს ტიპის იარაღით დაარტყეს აეროდრომს. მისი თქმით, აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის ადგილიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე სახლების ფანჯრები ზანზარებდა. თუმცა, მოგვიანებით მან დაიწყო იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და მსხვერპლი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ, 2014 წლიდან ანექსირებულია. დღეს ნოვოფედოროვკაში რუსეთის სამხედრო ავიაციის აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ მხოლოდ რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 5 ადამიანი.
“რა არის შემდეგ ანბანში? კ – კრემლისთვის მოვემზადოთ?” – არესტოვიჩი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე
