LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას: ანა მალიარი

ყირიმში, საკის რაიონში მომხდარ აფეთქებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი გამოეხმაურა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს სახანძრო უსაფრთხოების წესებს და დაუდგენელ ადგილებში მოწევის აკრძალვას“, – წერს მალიარი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, მომხდარი რუსეთმა შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“, – განაცხადა მალიარმა.

ანა მალიარმა უკრაინელებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მიენდონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.