LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

ის 22 წლის რომან ემინოვია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ქესალოდან იყო.

როგორც მისი თანასოფლელები ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცი პოლონეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.