LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო გუტერეში დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ჩავიდა.

მას შეხვედრები დაგეგმილი აქვს უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან.

გაეროს გენმდივანი სამმხრივ შეხვედრას უკრაინისა და თურქეთის ლიდერებთან გამართავს, რა დროსაც მარცვლეულის შეთანხმების შიდა სამუშაოებს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, გუტერეში მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად პარასკევს ოდესაში გაემგზავრება. შაბათს კი გაეროს გენმდივანი სტამბოლში ჩავა.