“რუსეთთან ომში 9 000-მდე უკრაინელი გმირი დაიღუპა” – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განმარტებით, ზალუჟნის არ დაუკონკრეტებია რა პერიოდზეა საუბარი.
„ამ ომში არა მარტო სამხედრო მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი მონაწილეობენ, ვინც იარაღი აიღეს, არამედ ჩვენი პატარა ბავშვები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, გარდა იმისა, რომ აქ და ამ დროს დაიბადნენ“, – აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.
