LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერო-ში რუსეთის ელჩი: რაც უფრო გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გზით გადაწყვეტა

გაეროს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, გენადი გატილოვი უკრაინაში მიმდინარე ომის დიპლომატიური გზით დასრულებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოსკოვი გაჭიანურებულ კონფლიქტს ელის.

რუსმა დიპლომატმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის პირდაპირი მოლაპარაკებები არ იქნება.

მისი თქმით, მოსკოვი და კიევი “ძალიან ახლოს” იყვნენ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან აპრილში გამართული მოლაპარაკებების დროს, “მაგრამ აშშ-მა და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა უკრაინა აიძულეს, მოლაპარაკებები შეეწყვიტა”.

„ახლა მე ვერ ვხედავ დიპლომატიური კონტაქტების შესაძლებლობას. რაც უფრო გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო რთული იქნება დიპლომატიური გზით გადაწყვეტა“, – აღნიშნა გენადი გატილოვმა.

მისი მტკიცებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კონფლიქტი.

„დასავლური ქვეყნები ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებენ“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.