ხულოში სკოლის მოსწავლე ფეხმძიმედაა. ინფორმაციას “აჭარა ნიუსი” TV25-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფაქტის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენმა. სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უკვე აცნობეს.
სკოლის მოსწავლის ფეხმძიმობის ფაქტს ადასტურებს სკოლის პედაგოგი. მისი თქმით, საქმეში ჩართულია პოლიცია, ბავშვი კი ამ ეტაპზე ოჯახში, მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფება.
“ცუდი ამბავია მომხდარი, ბავშვი ოჯახში იმყოფება. სკოლას არ მიუმართავს პოლიციისთვის, მე რიგითი პედაგოგი ვარ, ვინ მეკითხება”, – ამბობს პედაგოგი.
