LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად სიღნაღში იმყოფება

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საქართველოში ისვენებს. მომღერალმა ამჯერად კახეთში, სიღნაღში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მეუღლესთან, ლევ დენგოვთან ერთადაა.

ცნობისთვის, 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთას მეუღლე ლევ დენგოვი საქართველოში იმყოფება. თბილისში მისი ყოფნის დამადასტურებელი ფოტო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ „ფეისბუკის” გვერდზე გამოაქვეყნა.