ახალციხელმა მარიამ სანდროშვილმა აშშ-ში, “მინერვას” უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ახალციხელი ახალგაზრდა მარიამ სანდროშვილი, სულ მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება სასწავლებლად.
მარიამმა წარმატებით დაამთავრა ქალაქ ახალციხის № 1 საჯარო სკოლა, არის ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე, მიმდინარე წელს კი ასევე წარმატებით ჩააბარა გამოცდები აშშ-ს, სან ფრანცისკოს, “მინერვას” უნივერსიტეტში და სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიჭიერ ახალგაზრდას მიღწეულ შედეგს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
