LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიტოპოლში ააფეთქეს შენობა, რომელშიც ოკუპანტები “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავდნენ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლის რაიონის პრიაზოვსკიში ააფეთქეს შტაბი, სადაც ოკუპანტები ანექსიისთვის საჭირო  “რეფერენდუმისთვის” ემზადებოდნენ. ინფორმაციას RIA Melitopol ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შტაბში იყო განთავსებული რუსული პასპორტების გაცემის პუნქტიც.

გამოცემის ცნობით, აფეთქება  დაახლოებით 01:30 საათზე მოხდა.