თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ასეულისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებს შორის გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში დასკვნითი სწავლება ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა სასწავლო კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება (პირადად მეთაურის ან შტაბის ოფიცრის მიერ სამხედრო დაზვერვა), ზღვიდან ხმელეთზე ინფილტრაცია/ექსფილტრაცია, (წყლის მოძრაობა ნიადაგის ზედაპირზე ნიადაგში გადასაადგილებლად) სანაპირო ზოლში/ნაპირზე რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლის კურსი.
„თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) სისტემატურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.“– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
