LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს: კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოდის მოწოდებით რუსი ტურისტები ქვეყნებში არ შეუშვან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთზე ნულოვანი ტრანსფორმაციული ეფექტი აქვს. 2007 წელს, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინასთან, ჩაიდინა მრავალი დანაშაული – ეს ყველაფერი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. რუსეთის გარდაქმნისთვის, კარი დაუკეტეთ რუს ტურისტებს”, – დაწერა კულებამ.