უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის წინ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორ რაფაელ მარიანო გროსისა და მის ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა.
უკრაინას სურს, IAEA-მ “ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბირთვული კატასტროფის საფრთხე”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი გუშინ, 29 აგვისტოს გაემგზავრა. მისიას სააგენტოს გენერალური დირექტორი მარიანო გროსი ხელმძღვანელობს.
