LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

რიკოთზე სატვირთო მიკროავტობუსი და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.