LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ამ შედეგის გამო საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ქართველები მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს შეხვდნენ და ანგარიშით 12:8 დაამარცხეს.

ეს ქართველი წყალბურთელებისთვის ისტორიული შედეგია, 2020 წელს საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მე-10 პოზიციაზე გავიდა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ შეძლო.