LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ქართველი მომღერალი, რომლის შესრულებულ “იაგუნდს” Tik Tok-ზე 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს

ცოტა ხნის წინ, ტიკ-ტოკზე ქართველი მომღერალი სანდრო კახიძე გამოჩნდა, რომლის ვიდეოები ბევრ ნახვებს აგროვებს.

ყველაზე მეტი ნახვა, 138 ათასი მის მიერ შესრულებულ სიმღერას “იაგუნდი” აქვს და ის უკვე 138 ათასმა ადამიანმა მოისმინა.

აღსანიშნავია, რომ სანდროს მიერ შესრულებული ქართული და უცხოური სიმღერები უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მისი შესრულებული ტიკ-ტოკები ფეისბუკზეც აქტიურად ზიარდება.

სანდრო კახიძე მოცურავეა. ის მომღერლის რანგში პირველად, პროექტში “იქს ფაქტორი” გამოჩნდა და სწორედ აქედან გაიცნო საზოგადოებამ, როგორც შემსრულებელი.