ქსელში გავრცელდა უცნაური ვიდეო, სადაც მამაკაცს სამ საბურავიანი ველოსიპედით ავტომობილი გადააქვს. კადრები ჩინეთის ჩრდილოეთშია გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს 5 მეტრიანი ყველგანმავალი არ არის და უბრალოდ მცირე ზომის მოდელია, ჩინელის შესაძლებლობები მაინც შთამბეჭდავია. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ყოვლისშემძლე ველოსიპედისტი ნარჩენების შემგროვებელია და ის ძვირადღირებული ევაკუატორის ნაცვლად დაიქირავეს.
უჩვეულოა მანქანის დამაგრების მეთოდიც, რადგან წვრილი თოკები არც თუ ისე მყარი კონსტრუქცია ჩანს. დიდი შანსი იყო ველოსიპედისტს თავისი ტვირთით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები დაეზიანებინა, თუმცა არა, როგორც ვიდეოში ჩანს მამაკაცი თავს ერთობ თავდაჯერებულად გრძნობს.
