LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორგოშია: ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავდივარ, ძირითადად იქ ვიცხოვრებ

„ფაქტობრივად, მოლაპარაკებები უკვე დავასრულე და ბიზნესაქტივობით რუსეთის ფედერაციაში გადავდივარ“, – ამის შესახებ ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების – „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.

როგორც მან TV „პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, „შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში იცხოვრებს.“

„ასე ვთქვათ, ჩემი დროის დიდ ნაწილს რუსეთში გავატარებ.

 

? კოკა მორგოშია საცხოვრებლად რუსეთში გადადის

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი, 2022

 

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ჩემი ბიზნესისთვის იქ ბევრად უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ.

შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად რუსეთში ვიცხოვრებ.“– განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.