LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ცენტრში ალკოჰოლის მირთმევა აიკრძალა

ბრიუსელის ქუჩებში ალკოჰოლის მირთმევა აკრძალეს. აკრძალვა 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს და ყველა ცენტრალურ უბანს, მოედანსა და პარკს შეეხება. ალკოჰოლის მიღება ამიერიდან მხოლოდ რესტორნებსა და ბარებში იქნება ნებადართული. კანონდამრღვევს ჯარიმის – 350 ევროს გადახდა მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ Brussels times ავრცელებს.

პირველი ასეთი აკრძალვა ბელგიის დედაქალაქში 2020 წლიდან შემოიღეს, ამჯერად კი კანონი 2023 წლამდე გაახანგრძლივეს.

მერიის გამოთვლებით, ცენტრში ალკოჰოლის აკრძალვის შემდეგ ვანდალიზმის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. გარდა ამისა, ქუჩებში ნაგვის რაოდენობაც შემცირდა და ფეხითმოსიარულეები თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობენ.

ალკოჰოლზე შეზღუდვას ბევრი ევროპული ქალაქი აწესებს. მაგალითად, პრაღაში ღამით დალევა არ შეიძლება, ხოლო იბიცაზე საღამო ხანს ალკოჰოლი საერთოდ აღარ გაიყიდება.