ზედმეტად ძუნწ კაცს შეყვარებულმა სასამართლოში უჩივლა და მას ბრალს ოჯახურ ძალადობაში სდებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.
55 წლის მაიკლ მარშმა დედისგან მემკვიდრეობით საკმაოდ სოლიდური ქონება მიიღო. თუმცა, ის ისე იყო ეკონომიითა და ფინანსური უსაფრთხოებით შეპყრობილი, რომ 54 წლის შეყვარებულისთვის, ეილენ ტილისთვის ყოველი თეთრი ენანებოდა. მარში ქალს შუა ღამით ადგომას აიძულებდა, რათა შეემოწმებინა იპარავდა თუ არა მეზობელი მის შეშას.
15 წლიანი რომანის განმავლობაში კაცმა სახლი იყიდა და მისი რემონტისთვის 50 ათასი ფუნტი დახარჯა. ეს თანხა მას ვალად ჰქონდა აღებული და ეილინი მის გადახდაში ეხმარებოდა. კაცი ძალიან გაღიზიანდა როცა გაიგო, რომ მისი საყვარელი ქალი შობას უსახლკაროებს ეხმარებოდა, აიძულებდა დაეთვალა სარეცხი საშუალების ყოველი გრამი რომელსაც გამოიყენებდა. ქალი სამსახურში დადიოდა და თავს ყველას ისე აჩვენებდა, თითქოს ძალიან ბედნიერი იყო.
ქალიშვილის ნახვის დროს ტილი იტყუებოდა, რომ თითქოს მისი კერძისთვის შვილმა გადაიხადა, რათა ბრიტანელს ფულის ფლანგვისთვის არ დაეტუქსა. როგორც კი ქალი რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდა, მარში მას სახლიდან აგდებდა.
ერთ დღესაც ქალი დაიღალა და პარტნიორს ოჯახური ძალადობისთვის უჩივლა. სასამართლო საქმეს უახლოეს მომავალში განიხილავს და განაჩენიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
