LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა ომში ჩართული რუსული ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაური შეცვალეს. ამის შესახებ „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. ამ თანამდებობაზე დანიშნეს გენერალი სუროვიკინი. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, სუროვიკინი 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის მარტიდან ის სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში. ის მონაწილეობას იღებდა ჩეჩეთის მეორე ომშიც.

სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო.