LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ, იმისთვის რომ ეს რესურსები რაციონალურად იყოს გამოყენებული

ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი და შესაძლებლობა ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა:

„მივესალმები ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით და პოლიტიკური ადგილმდებარეობის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსები სუფთა ენერგიის სახით და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რესურსები სწორად და რაციონალურად იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი და შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა. მახსოვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, ასევე თბოელექტროსადგურები და რა თქმა უნდა, მისასალმებელია პრემიერის გადაწყვეტილება ახალი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული თავისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე:

პრემიერმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

პრეზიდენტი: მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ეს ისტორიული ნაბიჯია, შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება

ვიქტორ ორბანი: ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

თალაკვაძე აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმებაზე: „საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!“