LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზედ ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი, კაცმა არ იცის კიდევ ვისი მილიარდია..“ – ჩარკვიანი ივანიშვილზე

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ, პუტინის მიერაა იძულებული.

როგორც დეპუტატმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, „ყველაფერს განგებ აკეთებენ სტატუსის მიღების წინ“.

„არ შეიძლება ადამიანი გვეგონოს ძალზედ ჭკვიანი იმიტომ, რომ მას აქვს ბევრი მილიარდი, კაცმა არ იცის კიდევ ვისი მილიარდია ის.

ეს არის იძულებითი მდგომარეობა, პოლიტიკური, ფინანსური, ყველანაირი ბმა აქვს ივანიშვილს პუტინთან და მას ამას სთხოვენ. საერთოდ რთულ მდგომარეობაშია საქართველო. დიახ, მოგვიწევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელახლა დაცვა და დაიცავს კიდეც ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დროა და ამ პროცესში ყველაზე ცუდია, ფსევდო ოპოზიცია რომ გიზის მაგიდასთან.

„ყველაზე ცუდია, ფსევდო ოპოზიცია რომ გიზის მაგიდასთან, ეს არის კატასტროფა. ახლა ლუსტრაცია ხდება, მე გახარებული ვარ, რომ წინა აქცია შედგა და ხომ უნდა თქვან, რომ რა კარგია რომ შედგა, თქვი, რა, ამოღერღე, მაგრამ არ უხარიათ ფსევდოებს, მოიგონებენ ისევ რაღაცებს, რომ თავის თავი მომავალ არჩევნებში დაინახონ, რა დროს არჩევნებია ხალხო სახელმწიფოს ვკარგავთ.

ახლა არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის დრო ყველგან, პარლამენტში, გარეთ, იქაც, აქაც“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.