„არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, რომელთა განცხადებითაც „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
აქციაზე იმყოფება „ფორტუნას“ ჟურნალისტიც, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელები საპროტესტო აქციაზე მისულ მოქალაქეებს ჩხრეკენ. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არ აკეთებენ განმარტებას თუ რა მიზეზით ხდება მოქალაქეების გაჩხრეკა.
