LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:00-დან 18:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პლანეტა სატურნის სამი წლით მერწყულიდან თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა პირველ რიგში სულიერი ფასეულობების განსაზღვრას გაიძულებთ. მოგიწევთ  ფანტაზიის და რეალობის, ტრადიციების და რეფორმების ერთმანეთთან შერწყმა, მნიშვნელოვნად გაძლიერდება უმაღლესი ძალების რწმენა, თუმცა მკაცრად დაისჯება უფლის და რწმენის წინააღმდეგ მოქმედება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩასატარებლად. ნაკლებად გაამართლებს ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის და ზედმეტი სითხის მიღებისგან. კარგი დღეა არომათერაპიისთვის, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და კბილების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აკვამარინი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.