პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმმა სრულად დაიკავა.
როგორც ცნობილი ხდება, აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძარში იმყოფებიან.
ბოლო ინფორმაციით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად პარლამენტთან გადაინაცვლა და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
ე.წ. რობოკოპებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ადგილი ჰქონდა ე.წ. რეზინის ტყვიების გამოყენებასაც.
ამასთან, სპეციალური ძალები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია
აქციაზე წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი
