LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე პრეზიდენტზე: „რაც ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტენდენციურია.

ბოლო პერიოდში უკიდურესად ტენდენციურია – მდინარაძე პრეზიდენტზე 

მამუკა მდინარაძემ ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – თუ რა მოლოდინი აქვს 31 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის მისვლასთან დაკავშირებით:

„ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 31 მარტს პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმენენ.