ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის „იდუმალი მკვლელობა 2“-ის პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ასრულებენ. წითელ ხალიჩაზე 54 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, მას „ვერსაჩეს“ ულამაზესი ვერცხლისფერ მინი-კაბა ეცვა, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული.
54 წლის ჯენიფერ ენისტონი პრემიერაზე „ვერსაჩეს“ ბისერებიან მინი-კაბაში ბრწყინავდა
რამდენიმე საათის წინ ენისტონმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო დადო, რომელიც მის, ბელ-ეირში მდებარე სახლშია გადაღებული. ჯენიფერი 21 მილიონი დოლარიანი სახლის აივანზე დგას და პრემიერისთვის ემზადება, ხელში კი სწორედ ის კაბა უჭირავს, რომელიც პრემიერაზე გამოჩენის შემდეგ საკულტოდ იქცა.
View this post on Instagram
