მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:00-დან 16:53 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
კარგი დღეა დასვენებისთვის, გადადეთ მძიმე და რთულ სამუშაო, შემოიფარგლეთ მხოლოდ მარტივი და მსუბუქი საქმეების შესრულებით.
იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად, პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის გამოსავლენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და გამოფენების მოსაწყობად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ახალი სამსახურის მოძიება და ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – შავი, წითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ამეთვისტო, ტოპაზი, იასპი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.
