ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველზე, – აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, 9 აპრილი არის დღე, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს მთელი კალენდარული წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკულად დღე, რომლის გარშემოც დიდწილად ერთიანდება საქართველოს მოსახლეობა. ყველაზე გამაერთიანებელი დღეა და ბუნებრივია, ყველა ვალდებულად თვლის თავს, 9 აპრილს იყოს რუსთაველის გამზირზე, შეძლებისდაგვარად, რომელ საათზეც მოუხერხდებათ.
მინდა, მჯეროდეს, რომ ხვალ დღის განმავლობაში, მათ შორის დანიშნული აქციის დროსაც, საზოგადოება მოახერხებს მონაწილეობის მიღებას. ბევრი მივა 17:00 საათზე, ბევრი მივა 17:00 საათამდე, ამიტომ, ზედმეტია კითხვები, შეიძლება თუ არა გქონდეს სურვილი, იყო რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, რა თქმა უნდა, კი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
