LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს” – ანა მალიარი

ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისივე თქმით, დამპყრობელი არ წყვეტს ბახმუტის ოკუპაციის მცდელობას.

„ბახმუტისთვის ბრძოლებში ყველაზე პროფესიონალური ქვედანაყოფები მონაწილეობენ. ეს არის არა მხოლოდ ვაგნერის ქვედანაყოფები, არამედ სპეცდანიშნულების რაზმები და საჰაერო-სადესანტო დანაყოფები. ამავდროულად, ისინი განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს“, – განაცხადა მალიარმა.