ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორია დაშავებულების მდგომარეობა და დაიწყო თუ არა გამოძიება – „ფორტუნა“ დეტალების გარკვევას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
