LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ვარკეთილში – არიან დაშავებულები

393
Untitled design

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორია დაშავებულების მდგომარეობა და დაიწყო თუ არა გამოძიება – „ფორტუნა“ დეტალების გარკვევას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

მთავარ სლაიდზე ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები